ტრენინგის მე-9 დღე
ეს დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო. ვნახეთ ტრენინგის მსმენელთა პრეზენტაციები.
მივეცით უკუკავშირი.
განვიხილეთ მე-8 მოდული, რაც ძალიან საინტერესოა.გავეცანით, როგორ ხდება პორტფოლიოს წარმოდგენის დაგეგმვა.
ზოგადად, ეს ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.უამრავ სიახლეს გავეცანი.აქამდეც ვმუშაობდი პროექტებზე, მაგრამ უფრო იოლი ფორმით,მარტივად.
ახლა კი მივხვდი,რომ საჭიროა უფრო სიღრმეებში წვდომა. ვისწავლე,პროექტი რომ სრულფასოვანი იყოს, როგორ დავგეგმო, როგორ ჩავრთო მოსწავლეები პრობლემის გადაჭრის პროცესში, როგორ დავუკავშირო რეალურ ცხოვრებას. როგორ შეუწყობს ხელს საწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. როგორ დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება. გავეცანი შეფასების გეგმის მრავალსახეობას და რაც მთავარია,როგორ ჩამოვაყალიბო მოსწავლეები თვითრეგულირებად მსწავლელებად, როგორ დავაკმაყოფილო მათი განსხვავებული საჭიროებები და ა.შ.
იმედი მაქვს, ეს ტრენინგი დამეხმარება შემდგომ პედაგოგიურ მოღვაწეობაში.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს დიანა მიქაძეს.
ქალბატონო თინა,მისაბაძია თქვენი ენთუზიაზმი და საქმისადმი ძალზე კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ჩემთვის საინტერესო იყო თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის თემა, პროექტთან დაკავშირებული მდიდარი მასალა , პორტფოლიოს პრეზენტაცია...
ReplyDeleteქალბატონო თინა,მისაბაძია თქვენი ენთუზიაზმი და საქმისადმი ძალზე კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ჩემთვის საინტერესო იყო თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის თემა, პროექტთან დაკავშირებული მდიდარი მასალა , პორტფოლიოს პრეზენტაცია...
ReplyDelete